"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პროკურატურისგან ბაღების დირექტორების წინასაარჩევნო საქმიანობის გამოძიებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ლევან ხაბეიშვილმა უკვე მიმართა. პარალელურად, ე.წ. ბაღების საქმეზე გამოძიების დაწყებას ხაბეიშვილი ანტიკორუფციული სააგენტოსგანაც ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით, "ქართული ოცნება" სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს პარტიული აქტივობებისთვის იყენებდა.
“ანტიკორუფციულ ბიუროს აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე. თორდინავასთან დაკავშირებით არა ერთხელ გაკეთებულა განცხადება, მათ შორის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე არანაირი საქმე ამ მიმართულებით და წარმოება დაწყებული არ არის. რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ვაჩვენეთ ჩვენ ის აუდიო ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულ დანაშაულებებს შეიცავს და ის საქმეც გამოსაძიებელია, თუმცა არც ამაზე არ ჰქონია პროკურატურას და ანტიკორუფციულს რეაგირება. ამიტომ, დღეს ოფიციალურად მივმართეთ, რომ დაინტერესდნენ ამით და გამოიძიონ ეს კონკრეტული საქმე, რომელიც შეიცავს დანაშაულ ქმედებებს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.