20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში - დავით ნარმანია სამომავლო გეგმებზე

„ორშაბათს ოფიციალურად გადავაბარებთ ახალ მერს მართვის სადავეებს. წარმატებებს ვუსურვებ მას,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თავისი საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის შეჯამების შემდეგ გააკეთა. დავით ნარმანიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მერად ყოფნის პერიოდში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.

თბილისის ამჟამინდელი მერის თქმით, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. თუმცა, დავით ნარმანია არ აკონკრეტებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს თუ არა მუშაობას.

„დავისვენებ ძალიან ცოტას, რომლის შემდეგაც, რასაკვირველია, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები