20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
"სითი პარკთან" ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ"- ნარმანია

დავით ნარმანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.  

ნარმანიას თქმით, მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ „სითი პარკსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადახედილიყო, თუმცა, მისი განმარტებით, იმდენად კაბალურია ხელშეკრულების პირობები, რომ მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა დედაქალაქის ბიუჯეტს ძვირი დაუჯდებოდა.

„ჩვენმა წინამორბედებმა ამ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადეს, ჩვენ გრიფი მოვხსენით და მერიის საიტზე განთავსდა. ეს არის კაბალური ხელშეკრულება. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება,“ - აღნიშნა ნარმანიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები