„ევროპული საქართველოს“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში, გიორგი როყვა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დამოუკიდებელი კანდიდატის დამკვირვებელმა ზეწოლის სავარაუდო ფაქტები უარყო და თქვა, რომ ის რამდენიმე დღე ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მან დაკითხვის შემდეგ ისიც უარყო, რომ მეორე ტურში შარაშენიძის წარმომადგენლად მუშაობას გეგმავდა და მხოლოდ ის გაიხსენა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო.
პოლიციის სამმართველოდან გამოსული მთავარი გმირი უარყოფს, თუმცა მის განცხადებას ზეწოლის დამადასტურებელ დამატებით არგუმენტად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის უფროსი, ირაკლი სირაძე დარწმუნებულია, რომ როყვა საბოლოოდ დააშინეს და იძულებულია, ფაქტობრივი მტკიცებულებებიც ანუ sms შეტყობინებებიც უარყოს.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ამ საარჩევნო ოლქში პრობლემები არის და კომისიას ოზურგეთის საჩივრების განხილვა უკვე არაერთხელ მოუწია.
პოლიციასთან გაკეთებული პირველი კომენტარის შემდეგ ხმაურიანი ამბის მთავარი გმირი გიორგი როყვა მედიასთან აღარ გამოჩენილა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოზურგეთში საკუთარ სახლში კვლავ არ იმყოფება.
ავტორი: ლადო მენაბდე.