18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ამირან კვირიკაშვილის საქმეს პროკურატურა იძიებს - გარდაცვლილის ოჯახი პოლიციელების დასჯას ითხოვს

28 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს პროკურატურა იძიებს. ახალგაზრდის ოჯახი კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მასალები მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გუშინ გამოითხოვა, დღეს კი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის გამომძიებელი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

საქმის პროკურატურისთვის გადაცემა არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. არასამთავრობოების შეფასებით, მნიშვნელოვანია პოლიციელების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი პროკურატურამ გამოიძიოს.

ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ. მათი თქმით, საქმის პროკურატურისთვის გადაცემის შემდეგ აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა. 

ამირან კვირიკაშვილის საქმეზე ინფორმაციას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იძიებს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები