საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი დაცვასთან ერთად, კიევის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა, თუმცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაცვის წევრი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
კიევის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ის განმარტებებს ითხოვს.
"მივმართავ პოროშენკოს, დამიბრუნე ჩემი შვილი!"- განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს.