საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი კვლავ მმართველი გუნდის თავდასხმის ობიექტია. "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში გიორგი მარგველაშვილს ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტი უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებს და ნეიტრალური არბიტრიარ არის, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტი ასეთი არ უნდა იყოს.
„არ უნდა პოზიციონირებდეს როგორც ერთ ისე მეორე მხარეს, ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლებასთან დაკავშირებული, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით. აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი, რომ პოლიტიკურად პოზიციონირებს პრეზიდენტი ოპოზიციის მხარეს. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის დღევანდელი პოზიცია, რაც არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არბიტრი, როგორ უნდა მოქმედებდეს არბიტრი. ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და ის უნდა მიანიშნებდეს პრობლემებზე, გადაცდომებზე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ დღეს სხვა ვითარებას ვხედავთ, როდესაც სახელმწიფოს მეთაური არის ცალმხრივი და ის დგას ოპოზიციის მხარეს,“- განაცხადა კობახიძემ.