20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია - ხატია დეკანოიძე

"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია," - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები.

პარტიამ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ამის მიზეზად კი ენმ-ის წევრები არჩევნების გაყალბებას ასახელებენ. 

"მე თვითონ დამკვირვებელი, რომელიც მარტვილში იმყოფებოდა და ზუსტად ვიცი, რომ არჩევნები ბატონმა დანელიამ მოიგო, ეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული სუს-ის, ძალოვანი უწყებების, მთელი რიგი მანიპულაციების, გაყალბებების ფონზე, რომლის დოკუმენტაციას ჩვენ მუდმივად წარმოგიდგენთ. ამგვარი არჩევნების გამართლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდა და ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალ გაიმართება. 

დღის ამბები