21 ოქტომბერს არჩეული, დედაქალაქის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად 14 ნოემბერს შეიკრიბება. პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე - გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები - მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას ბექა დავითულიანი დაიკავებს, ხოლო მოადგილეები ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი იქნებიან.
პირველ სხდომაზევე დაკომპლექტდება კომისიების შემადგენლობაც, სადაც სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.