20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
სიორიძემ არჩევნების პირველ ტურის დასრულების შემდეგ სცადა ჩემთან მოლაპარაკება - ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

„ბეგლარ სიორიძემ არჩევნების პირველ ტურის დასრულების შემდეგ რამდენჯერმე სცადა ჩემთან მოლაპარაკება, პირადად, ფინანსური გარიგების სანაცვლოდ დავხმარებოდი ბეგლარ სიორიძეს,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ არჩევნების მეორე ტურის შესახებ გააკეთა.

დავით მჟავანაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურს ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს.

„რა თქმა უნდა, მან ყოველ ჯერზე მიიღო უარი და როგორც ჩანს, ეს უარი მან აღიქვა ისე, როგორც მისი კონკურენტის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ამ არჩევნებს უცხადებს ბოიკოტს და არ ვიღებთ მონაწილეობას,“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ. 

დღის ამბები