20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება - ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურს ელოდებიან

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათი რჩება. ოზურგეთში ერთმანეთს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდებიან.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის, შტაბში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ხვალ ადმინისტრაციული და პირადი რესურსის გამოყენებას, ასევე კონკურენტის მომხრეების დაშინებას და შანტაჟს გეგმავს. მიუხედავად ამისა, კოტე შარაშენიძე გამარჯვებაში დარწმუნებულია.

 „სიმართლე ჩვენ გვერდით დგას. ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს,“ - აღნიშნა კოტე შარაშენიძემ.

ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ. მმართელ გუნდში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„როდესაც ჩვენ საქმეებზე ვსაუბრობდით, ჩვენი კონკურენტი ჩვენ შესახებ საუბრობდა. ამანაც შეუწყო ხელი იმას, რომ მოსახლეობამ ხვალ სწორი დასკვნები გააკეთოს. შიდა კვლევებით ვიცით, რომ მეორე ტურს დამაჯერებლად ვიგებთ. არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდება და არავითარი ექსცესები არ იქნება, რომლის მართვა, პრევენცია ხელისუფლებას არ შეუძლია,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ოზურგეთის 59- ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები