20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ენერგეტიკისა და შს სამინისტროებში

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრუქტურული ცვლილებებიცაა დაგეგმილი.

ოფიციალურად, ამ ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. თუმცა, შს მინისტრთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მღებრიშვილთან კითხვები დაუგროვდათ.

საინფორმაციო სააგენტო პრაიმტაიმის ინფორმაციით, მისი შემცვლელი საგამოძიებო სტრუქტურიდან იქნება.

ცვლილება ეხება ასევე ენერგეტიკის სამინისტროს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უწყება საერთოდ უქმდება და ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ჯერჯერობით უცნობია, უხელმძღვანელებს ისევ თუ არა ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი, ილია ელოშვილი.

ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტროებში ინფორმაციას უარყოფენ. 

დღის ამბები