20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ის, რაც იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ბოლო სხდომაზე იყო, არ იყო ახალი, მაგარმ იყო უკიდურესი ფორმებით გამოხატული - სოფო ვერძეული

"სასამართლოში ძლიერი და გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ საკადრო გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ," - ამის შესახებადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

არასამთვრობო ორგანიზაციის წევრის თქმით, საუბარია ძირითადად იმ ადამიანებზე, რომლებიც ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ სხვადასხვა სასამართლოს თავმჯდომარეები არიან.

სოფო ვერძეულმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა. 

„უვადოდ 34 მოსამართლე დაინიშნა და არ დაინიშნა 4. პრობლემა არის, რომ ეს ყველაფერი ისე ჩაივლის, რომ ვერავინ გაიგებს მიზეზს, რატომ დაინიშნა 34 და რატომ არა 4,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო სხდომაზე ეთიკის ნორმების სრული უგულებელყოფა მოხდა. 

„ის, რაც იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ბოლო სხდომაზე იყო, არ იყო ახალი, მაგარმ იყო უკიდურესი ფორმებით გამოხატული ის, რაც მანამდე ხშირად ხდებოდა. ვნახეთ ეთიკის ნორმების სრული უგულებელყოფა, პრაქტიკულად, ყველა წევრის მხრიდან, ერთეულების გამოკლებით. ეს სხდომა ვერ მოინათლება, როგორც საბჭოში ჯანსაღი დისკუსია. ეს იყო პიროვნული, პერსონალური თუ სხვა ტიპის პრობლემები ერთმანეთის მიმართ, განსხვავებული ძალაუფლების ცენტრებში არსებული ადამიანების დაპირისპირება,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

 

დღის ამბები