20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ძალაუფლებისთვის ბრძოლაა - მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე

„კიდევ ერთხელ ხდება ამ ჯგუფის ძალაუფლების გამტკიცება. ისინი აჩვენებენ ყოველდღიურად თავიანთ შესაძლებლობებს,“ - ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს.

იუსტიციის საბჭოს წევრებმა ნინო გვენეტაძეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდეს, თუმცა, გვენეტაძემ სამი კვირის განმავლობაში ხელი არ მოაწერა.

მამუკა ახვლედიანი იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რასაც შესაძლოა, გამოეწვია საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება.

„ახლა ხდება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და არ არის გამორიცხული რომ რაიმე გარიგებას ან ნინო გვენეტაძეს სურდა, რაიმე სხვა თანამდებობაზე ან იგივე ინსპექტორზე ან რაღაც სხვა პრეტენზიები ჰქონდა. ან შეიძება, გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდეს ერთმანეთში და უბრალოდ არ შეუსრულეს პირობა. მათ უნდათ, აჩვენონ, რომ ისინი არიან სრული ბატონ-პატრონები სასამართლო სისტემის,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.  

„იმდენად ორგანიზებულად იქცეოდა საბჭოს ის ჯგუფი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ერთ აზრზეა და რამდენიმე ადამიანის მიერ მზადდება, როგორ უნდა მიმართონ, რა უნდა ისაუბრონ... მათ წინასწარ მომზადებული სცენარები აქვთ, როგორც წესი,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

დღის ამბები