20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ფული სჭირდებათ, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში - ზურა ჯაფარიძე დაგროვებით პენსიაზე

„ფული სჭირდებათ, ფული უნდათ, რომ მეტი ისესხონ ვალად, ხარჯონ რაც შეიძლება მეტი ფული, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში,“ - ასე შეაფასა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარემ, ზურა ჯაფარიძემ,  გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელისუფლების ინიციატივა დაგროვებითი პენსიის შესახებ.  

ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დაგროვებითი პენსია არა მხოლოდ 40 წლამდე ასაკის პირებისთვის, არამედ ყველასთვის სავალდებულო გახდეს.

„ვინმეს სჯერა, რომ დღევანდელი მთავრობა ან რომელიმე ზრუნავდეს იმაზე, რომ 30 წლის მერე ადამიანები პენსიით იყვნენ უზრუნველყოფილი, ეს ხომ ზღაპარია. სინამდვილეში რაზეც ზრუნავენ, არის ის, რომ არ ჰყოფნით შიდა ვალებისთვის რა ფულსაც იღებენ. ყველა მთავრობას უნდა, ბევრი ფული დახარჯოს. ამიტომ ახლა მოძებნეს ახალი გზა დამატებითი რესურსის, როგორ შეიძლება, იშოვონ ვალის აღების ახალი წყარო - ეს არის საპენსიო ფონდი,“ - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები