ქუთაისი, მარტვილი, ბორჯომი, ოზურგეთი, ხაშური და ყაზბეგი - 317 უბანზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. ცესკო-ში დღეს რამდენიმე პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარეობის შესახებ, საზოგადოებას ცოტა ხანში ინფორმაციას მიაწვდის. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოსახლეობას არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობების ამ დროის მონაცემებს გააცნობს.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ 317 საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არჩევნებში სულ 6 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს მთელი დღის განმავლობაში სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.