18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"კამერა დამიხურა, ფიზიკურადაც კი შემეხო,"-დაპირისპირება ოზურგეთში პოლიციელსა და დამკვირვებელს შორის

ცოტა ხნის წინ ოზურგეთში #43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს სამართალდამცავი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარლამენტთა საზოგადოების" დამკვირვებელი ფიქრია მამარდაშვილი დაუპირისპირდნენ. მიზეზი საარჩევნო უბნის გარეთ მდგომი პირები გახდნენ, რომლებიც ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. სწორედ მათ იღებდა ვიდეოკამერით დამკვირვებელი, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა.

ფიქრია მამარდაშვილი აცხადებს, რომ პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეოკამერის წართმევა სცადეს.

„ამ მანქანაში სხედან ქალბატონები სიებით, მონაცემებია იმ სიებში დაფიქსირებული  და საარჩევნო უბანზე ვინც კი მოდის ამომრჩეველი ყველა მიდის მანქანებთან და აძლევენ დავალებებს ან რაიმეს გადასცემენ. ჩვენ გამოვიძახეთ 112 და მოვიდა პოლიციის ეკიპაჟი. ერთ-ერთი არ ვიცი პოლიციის თანამშრომელი იყო თუ ვინ იყო ჩაჯდა პოლიციის მანქანაში, არ წარმომიდგინა საკუთარი თავი ვინ იყო და კამერა დამიხურა და ფიზიკურადაც კი შემეხო. ცდილობდა კამერა წაერთმია,“- განაცხადა ფიქრია მამარდაშვილმა. 

ქალბატონები კი რომლებიც საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩეველს აღრიცხავენ ამბობენ, რომ ისინი ადგილზე მისულ მხარდამჭერებს ინიშნავენ და ამაში კანონდარღვევა არაფერია. მათ არ დაუმალავთ რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. 

დღის ამბები