20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
სტვენა, დამამცირებელი შეძახილები - ქსენია სობჩაკს საპროტესტო აქციაზე შეძახილებით დახვდნენ

ქსენია სობჩაკს პირველივე საპროტესტო აქციაზე დამამცირებელი შეძახილებით დახვდნენ. ცნობილი ტელეწამყვანი, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პეტერბურგში ჩავიდა და სტუდენტების აქციას შეუერთდა, რომლებიც ევროპული უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებდნენ.

ჟურნალისტი მიტინგზე ორგანიზატორებმა მიიწვიეს, თუმცა როდესაც სობჩაკმა სცენა დაიკავა, მას აქციის მონაწილეებმა დაუსტვინეს და სამარცხვინო უწოდეს. მომიტინგეები მას ვლადიმერ პუტინთან გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სობჩაკი კრემლის პოლიტიკური პროექტია და საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა მოქმედი პრეზიდენტის დავალებით გადაწყვიტა. აქციის მონაწილეების ქმედებებს ჟურნალისტმა პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებასთან ბრძოლის და ოპოზიციური მოძრაობის მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტა.

 

დღის ამბები