20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
შსს უარყოფს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებულ მობილიზებასთან დაკავშირებით

ბორჯომში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის, ზაზა ჩაჩანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებულ მობილიზებასთან დაკავშირებით, უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ ”სამართალდამცველები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოების მიზნით, თუმცა არანაირი განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების საარჩევნო უბნებზე არ მომხდარა.”

ბორჯომში, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია სულ 4 საჩივარი. მათ შორის ერთ-ერთი ეხება შემთხვევას, რა დროსაც კომისიის წევრებს გადასატანი ყუთი გადაჰქონდათ, ამ დროს, კომისიის ერთ-ერთ წევრს, როგორც თავად აცხადებს, გადასატანი ყუთში ჩაუვარდა კონვერტი, თუმცა კომისიის წევრები აცხადებენ,  რომ ეს ფაქტი შემთხვევით მოხდა და განმარტავენ, რომ საარჩევნო პროცესზე ეს კონკრეტული დარღვევა გავლენას ვერ მოახდენს.

ბორჯომში ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის მშვიდად მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა მერობის ორივე კანდიდატმა.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომის მერობის კანდიდატმა, ბორჯომში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის, ზაზა ჩაჩანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. ლევან ლიპარტიამ ბორჯომში საარჩევნო პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა სრულად გამორიცხა.

„დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მივეცი ხმა ბორჯომის უკეთეს მომავალს. მშვიდ და წყნარ გემოში ჩვენი ქალაქის განვითარებას. ნებისმიერი რაღაც შეიძლება ითქვას და ნებისმიერი აზრი დააფიქსიროს ჩვენმა კონკურენტმა, მაგრამ ამის შესახებ არანაირი დამადასტურებელი, არანაირი ფაქტი არ არსებობს, ასე რომ მე ასეთ რაღაცას არ შევსწრებივარ. სიმართლეს არ შეესაბამება ეს,“ - აცხადებს ლევან ლიპარტია.

დღის ამბები