მშვიდად მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ხაშურში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძეა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ამომრჩევლის 27-მა პროცენტმა. დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი და ის გადასატან ყუთში უკონვერტოდ ჩაგდებულ ბიულეტენს ეხება.