19 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა - 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიკეტა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულებულია. კენჭისყრა ოფიციალურად  20:00 სრულდება და ამ დროისთვის საარჩევნო უბნები დაკეტილია.

მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შედგა.

ოზურგეთში სულ საარჩევნო უბანთან მოსახლეობის 56.70%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. გარდა ამისა, სულ დაწერილია 9 საჩივარი.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე განსაკუთრებული ექსცესები არ დაფიქსირებულა თუმცა, ოპიზიცა და არასამთავორობო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობში გარკვეულ პროცედურულ დარღვევბზე საუბრობდნენ.

გარდა ამისა, პროცედურულ დარღვევბთან დაკავშირებით განცხადებები მთელი დღის განმავლობში კეთდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. 

დღის ამბები