20 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს ადასტურებენ

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ გუშინ გვიან საღამომდე "ქართულ ოცნებაში”. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დაგეგმილი ცვლილებების დეტალები პრემიერმინისტრმა გააცნო. კონსულტაციები 2 საათს გაგრძელდა. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეტალებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებს მედიასთან არ უსაუბრიათ.

„არცერთ დარგს არაფერი აკლდება, თუ არ ემატება თვითონ ხედვის, ორგანიზების და პრინციპების დონეზე,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.   

დადასტურდა მხოლოდ გავრცელებული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის უწყებაში გაერთიანების შესახებ. რაც შეეხება გარემოს დაცვას, რომლის გაუქმების ინიციატივას უმრავლესობის წევრი და „მწვანეთა პარტიის“ ლიდწრი შეხვედრამდე მწვავედ აკრიტიკებდა - გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სამინისტრო რჩება.

საუბარია კიდევ 2 სამინისტროს გაუქმებაზე. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, დღის წესრიგში დადგება მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხიც.  

დღის ამბები