მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ელჩმა. იან კელის განცხადებით, დიპლომატიური უწყება ინფორმირებულია და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
"ჩვენც შევიტყვეთ ინფორმაცია საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მთავრობისგან ველოდებით უფრო მეტ ინფორმაციას. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან," - განაცხადა იან კელიმ.
სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ გუშინ გვიან საღამომდე "ქართულ ოცნებაში”. სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად გავრცელებული ინფორმაციით, არსებული 18-ის ნაცვლად, დარჩება მხოლოდ 14.