ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე მოლაპარაკებებს გამართავს ასევე, რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან.
შეხვედრა შედგება რუმინეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ასევე „შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების“ შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში.