კახა კალაძის პირველი სამუშაო დღე თბილისის მერიაში - ამ წუთებში თბილისის ახლად არჩეული მერი თანამშრომლებს ხვდება. კახა კალაძეს თბილისის მერიაში დავით ნარმანია დახვდა.
თბილისის მერმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის იყოს დედაქალაქის არჩეული მერი, დიდი პასუხისმგებლობაა.
კახა კალაძის განცხადებით, ის საზოგადოებას საკუთარ გუნდს, მოადგილეებს და სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს 15:00 საათზე წარუდგენს.
„მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გაცნობიერებული თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენი არის გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.