განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი. მინისტრის პოსტს კი, მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.
ამ დრომდე, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.