20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის თანამდებობას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას მამუკა ბახტაძე დაიკავებს. განცხადება მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებებსა მთავრობის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.

ბახტაძე ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია. პრემიერმა მამუკა ბახტაძის წარმატებულ მუშაობასა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება. 

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის“ მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.

"მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მამუკა ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის“  გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, 2013 წლის 27 მარტს დაინიშნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები