20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
პრემიერი - ჯეჯელავა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა, ჯეჯელავამ საქმიანობა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძოს. ეს განცხადება კვირიკაშვილმა ფინანსთა და განათლების ახალ მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. კვირიკაშვილის  თქმით, მოლაპარაკებები, სად გააგრძელებს საქმიანობას განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, ახლაც მიმდინარეობს.

„სანდროსთან ვსაუბრობთ, შესაძლოა ის დიპლომატიურ სამსახურშიც წავიდეს, თუმცა მას როგორც ვესაუბრე, გულის ისევ განათლების სფეროში, ზუსტად პედაგოგიური საქმიანობისკენ, მისი ბიზნეს საქმიანობისკენ მიუწეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრია და ღირსეული ადამიანია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განათლების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

პრემიერმინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი.

 

დღის ამბები