20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
პრემიერი ფინანსთა და განათლების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. პრემიერმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად წყობილი ურთიერთობა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც განათლების სფეროში ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობისას გატარდა. კვირიკაშვილის თქმით, განათლების სფერო, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 

"მოგეხსენებათ, განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მე ვიტყოდი, რომ როგორც საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები