20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
განათლებაზე ზრუნვა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება - მიხეილ ჩხენკელი

განათლების ახალი მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაზე ზრუნვაა. მიხეილ ჩხენკელმა მედიასთან მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა და პოტენციალის რეალიზება.

„მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაში განათლებას და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება ეს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლებში ვაშლების შეტანას გულისხმობდა ჩხენკელი პასუხობს, რომ „ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი, მაგრამ ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური, ფუნდამენტური მიდგომა,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.

დღის ამბები