20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
მერიის 12 სამსახურის ხელმძღვანელსა და 10 გამგებელს კახი კალაძე ხვალ წარადგენს

საკრებულოს სულ მალე თბილისის ახალი მერის მიერ წარდგენილი გუნდის დამტკიცება მოუწევს. მერიის 12 სამსახურის ხელმძღვანელსა და 10 გამგებელს კახი კალაძე ხვალ წარადგენს.

განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს. მომდევნო დღეს კი, ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატები დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

სავარაუდოდ, პოსტის შენარჩუნებას 12 საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ოთხი - კულტურის, კეთილმოწყობის, სპორტისა და ჯანდაცვის ყოფილი უფროსები შეძლებენ. თუმცა, მათი ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზება ახალი მერისგან ჯერ არ მიუღიათ.

“იქნება წარდგენა ამ კვირაში, როგორც მერმა განაცხადა, შესაბამისად, მაშინ იქნება ცნობილი. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება, ისეთი იქნება ჩემი გადაწყვეტილებაც, დავემორჩილები მას,“ - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

დღის ამბები