ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დღეს ვლადიმერ პუტინს ხვდება.
ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.
დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხების განხილვა.
ეს ბიბილოვსა და პუტინს შორის გამართული მეორე შეხვედრა იქნება.