20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს

გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს. ტყემალაძის კანდიდატურა დეპუტატებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. გიორგი ტყემალაძეს მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურას. 

გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

მისი თქმით, მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით.

„ვარ მზად იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თბილისელებისთვის, განურჩევლად ჩვენი ამომრჩევლის თუ ჩვენი ოპონენტის ამომრჩევლის კონდუქტორების, მესაფლავის თუ მასწავლებლის და ა.შ. თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვიღებდით გადაწყვეტილებებს, შინაარსობრივ გადაწყვეტილებებს და არა პოლიტიკური ნიშნით,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღის ამბები