ფინანსთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე ქუმსიშვილის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომელიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე... მიდგომებში იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა,“ - განაცხადა ბახტაძემ.
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა ფინანსთა სამინისტროს პრეს სამსახურმა გაავრცელა.