20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი - შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ ქართველ კოლეგას. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

ასევე შეხვედრის მთავარი საკითხი 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი იყო.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ამ ღრმა თანამშრომლობით ვხვდებით. საქართველო ძალიან კარგ ფორმაში ხვდება და ეს არ არის ჩვენი შეფასება და ეს არის ევროკავშირის შეფასება. საქართველომ მიაღწია ხელშესახებ, ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს ყველა ევროპული რეფორმის კუთხით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს.

„ჩვენ შევქმენით სამართლებრივი ბაზა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და მისი სამომავლო ინტეგრაციისთვის ევროკავშირში. საქართველოს შესთავაზეს და გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ასევე მოქმედებს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი, რაც თქვენს ქვეყანას ევროკავშირთან უკეთესი წვდომის საშუალებას აძლევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. პოლონეთი არასდროს შეეგუება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას,” - განაცხადა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომიმ.

დღის ამბები