ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა კახი კალაძემ. გზის სანიაღვრე ქსელის სამუშაოები უკვე დასრულებულია და საგზაო საფარის სამუშაოები დაიწყება.
თბილისის მერმა გზის მოუწესრიგებლობის გამო, მოსახლეობის უკმაყოფილებაზე ისაუბრა და პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი მითითებებიც გასცა.
„აქ, ფაქტიურად ყველაფერი იქნა შეცვლილი, მიწისქვეშა სამუშაოები იქნა ჩატარებული. ეს არის კანალიზაციის სამუშაოები, წყლის სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე facebook-ზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია. დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.