„ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა,“ - ეს განცხადება თემურ თორდინავამ გააკეთა.
თემურ თორდინავამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ახალი ენერგიაა საჭირო სააგენტოს მუშაობაში.
„ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სფეროს ახალი ენერგია, ახალი ინიციატივები და ახალი მიდგომები სჭირდება,“ - განაცხადა თორდინავამ.
თემურ თორდინავამ ასევე განაცხადა, რომ მომავალ საქმიანობაზე განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.