18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
თბილისის აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობას შსს ეხმაურება

„იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება,“ - ეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გააკეთეს.

როგორც „რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ბომბთან დაკავშირებული ინფორმაცია 112-ში შევიდა.

„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება,“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  

დღის ამბები