თბილისის აეროპორტში ტერიტორიის შემოწმება დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ გახსნეს მგზავრებისთვის გამგზავრების დარბაზი, თუმცა ამ დრომდე ჩამოსვლის დარბაზი დაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისები არ შეფერხებულა და ყველა მგზავრმა დანიშნულ დროს მოახერხა გაფრენა.
განგაში და ევაკუაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით, ერთი საათის წინ გამოცხადდა. შენობაში სპეციალისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.
გამნაღმველები ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 112-ში უცნობმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში ბომბი დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, „იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება".
ავტორი: ნინო გაზდელიანი.