20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ამ გაერთიანებას ლოგიკური ახსნა არ აქვს - კეკენაძე საგარეო დაზვერვის სუს-თან გაერთიანებაზე

„ეს იყო, უბრალოდ, საჭადრაკო პაიკების გადაადგილება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,“ - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე, სამთავრობო ცვლილებებს.

თამარ კეკენაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს რეალური შედეგი არ მოჰყვება.

მან არჩევანის ეთერში განმარტა, რომ თავად პრემიერის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ეს ცვლილებები ნაუცბადევად იყო გადაწყვეტილი.

„მივიღეთ ის სურათი, რომ ნაუცბათევად მიღებული გადაწყვეტილებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ასეთი განცდა დარჩა, რომ ბატონმა კვირიკაშვილმა თვითონაც არ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ და მხოლოდ 2-3 დღით ადრე გაიგო ამ ყველაფრის შესახებ,“ - აცხადებს კეკენაძე.

კეკენაძე სამთავრობო ცვლილებების მიზნებსა და შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუციების ჩამოშლა რუსეთის ინტერესებში შედის.

„ამ გაერთიანებას ლოგიკური ახსნა არ აქვს. აქვს მხოლოდ ერთადერთი ახსნა, რომ ამ ცვლილებებში ბარემ გააკეთეს ის, რომ სრულად ჩახსნეს ყოფილი პრემიერმინისტრის, ღარიბაშვილის კადრები. ვუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომ კონკრეტული პიროვნული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხეს ვუქმნით ქვეყნის ინტერესებს,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები