20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
აქ პოლიტიკური დივიდენდის მოპოვებას უფრო აქვს მცდელობა, ვიდრე სიღრმისეულ გაანალიზებას - ვოლსკი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

„ასეთი აბდაუბდა განმარტებები მოგვცემს იმ შედეგს, რომ თქვენი მაყურებელი თავისთავად ხმას მისცემენ იქით, საითაც ასეთი ქარიშხალი დაატრიალეს,“ - ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი, გადაცემა არჩევანში სამთავრობო ცვლილებებზე ოპონენტების კრიტიკას.

გიორგი ვოლსკიმ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ „აქ პოლიტიკური დივიდენდის მოპოვებას უფრო აქვს მცდელობა, ვიდრე სიღრმისეულ გაანალიზებას“.

მისი თქმით, უმრავლესობასაც ექნება პარლამენტში კითხვები ბიუჯეტთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, გარემოსდაცვით საკითხებზე ყველა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული, თუმცა, პასუხისმგებელი რომელიმე უწყება უნდა იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა.

გია ვოლსკის თქმით, სამთავრობო ცვლილებების გამოცხადებამდე, სიღრმისეული კონსულტაციები არ ყოფილა და განმარტავს, რომ დეტალური განხილვა პარლამენტში მოხდება. მან ასევე განმარტა, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს, სამთავრობო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობდა. 

დღის ამბები