20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
პროცესის დასაწყისი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა - გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებს

სამთავრობო ცვლილებებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს.

გადაცემა არჩევანში საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებში ცუდს ვერაფერს ვერ ხედავს და ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯები გადაიდგა.

ერთადერთი სამინისტრო, რომელთან მიმართებაშიც გია ხუხაშვილს კითხვები აქვს, გარემოს დაცვის სამინისტროა. პოლიტოლოგი ინტერესდება ხომ არ გვაქვს საქმე ინტერესთა კონფლიქტთან.

„გარემოს დაცვითი პრობლემატიკა არის პრიორიტეტული და მაღალი სტატუსის მქონე და სტატუსის დაკნინება არ მგონია, კარგი გადაწყვეტილება იყოს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება დროს, რატომ ახლა და არა არჩევნებამდე, გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლებელი იყო, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნების გამოყენებით მომხდარიყო მათი მოშორება თანამდებობიდან. ამიტომ იჩქარა მთავრობამ, რომ წარედგინა ისინი მალე.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა უნდა დაიწყოს მეორე ეტაპი და დაიგეგმოს სწორი ნაბიჯები.

"პროცესის დასაწყისი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები