"ევროპული საქართველოს" საპარლამენტო დელეგაცია შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს.
დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი კვირის ბოლომდე შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ეროვნულ დემოკრატიულ და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტებში.
დეპუტატები დღეს შეხვდნენ რამდენიმე კონგრესმენს, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს ტედ პოს.
შეხვედრებზე მთავარი თემები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები იქნება.
„როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევა დგას შეერთებული შტატების წინაშე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ აშშ-ს ყურადღება საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, ყველაფერი ეს დაკავშირებულია შეერთებული შტატების მხარდაჭერასთან,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.