20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას,"-ახალი მინისტრთა კაბინეტი პირველად შეიკრიბა

მთავრობის სხდომაზე ამ წუთებში აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ. მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 

"ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების თვალსაზრისიტაც ჩვენ ამას დავინახავთ,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა განათლებისა და შს ყოფილ მინისტრებს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

"მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელს და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა. თუმცა, მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილსა და სანდრო ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს.
იმედი მაქვს, დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები