20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
სამინისტროები რეორგანიზაციის გეგმებს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარმოადგენენ

ახალი შემადგენლობით საქართველოს მთავრობა პირველად შეიკრიბა - მთავარი განსახილველი საკითხი კი სწორედ სამთავრობო ცვლილებები იყო, თუმცა კონკრეტული ციფრები, თუ რა თანხები დაიზოგება ცვლილებების შედეგად ჯერ არ კონკრეტდება. მინისტრები ამბობენ, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე წარმოადგენენ რეორგანიზაციის გეგმას.

მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, ორივე უწყებაში საშტატო განრიგი თავიდან გადაიხედება.

„თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ, ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ლტოლვილთა და განსახლების მინიზტრის, სოზარ სუბარის თქმით, თანხის დაზოგვაზე არ არის გაკეთებული აქცენტი, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. როგორც სუბარი განმარტავს, თანხა დაიზოგება, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია.  

განათლების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კი განაცხადა, რომ მოადგილეებს უახლოეს პერიოდში დაასახელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები