20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"ქართული ოცნება" მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს უჭერს

მმართველი გუნდი სტრუქტურულ ცვლილებებთან მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ცვლილებები, რადგან მთავრობა უფრო ეფექტური იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, ცვლილებების შედეგად, რამდენად დაიზოგება  ხარჯები.

„ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები უფრო სწრაფი და მოქნილი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მოცულობაში შემცირება იწვევს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას,“- განაცადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სტრუქტურული ცვლილებების მიზანი არის, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდეს და მართის სისტემა უკეთესად გაიმართოს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის პარლამენტში ნდობის გამოცხადება მიმდინარე წელს დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები