თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სახლთან დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. 3 ადამიანი დღეს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეები იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ცდილობდნენ, რომლებიც, მათი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობას შეეწირნენ.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მემორიალის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოჰყვა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავაა. დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს.