20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ლარის გაუფასურების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს - ეროვნულმა ვალუტამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ევროსთან მიმართებაში დღის ბოლოს რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთი ევროს შესაძენად დღეს კომერციულ ბანკებში 3 ლარი და 25 თეთრი იყო საჭირო, სავალუტო ჯიხურებში კი, სამი ლარი და 20 თეთრი. ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაშიც, დღეს ბაზარზე ერთი დოლარი საშუალოდ 2 ლარი და 70 თეთრი ღირს.

ცვლილებები სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას. პროდუქტები დაახლოებით 20 - 30 პროცენტით უკვე გაძვირდა და მატებას კიდევ ელოდებიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტი აღარ ეყიდებათ, ხალხი მაღალ ფასებს აპროტესტებს.

ლარი ბოლო ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში უფასურდება, თუმცა ეროვნული ბანკი ინტერვენციას არ ახორციელებს. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა დღეს მხოლოდ ის განმარტა, რომ ლარი თავისუფალ რეჟიმში ცურავს და დრამატული გაუფასურების მიუხედავად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ ფასების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალი იქნება, რასაც ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოყვება. ეს კი, ავტომატურად ეკონომიკურ ზრდას შეაჩერებს, რაც ბუმერანგის პრინციპით ისევ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

ლარმა გაუფასურება ადგილობრივი არჩევნების მეორე დღიდან დაიწყო და ეს პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები