18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
მცდელობა გაამართლოს ის დარღვევები, რომელსაც ჰქონდა ადგილი - უჩა ნანუაშვილი ციანიდის საქმის პროკურორს პასუხობს 

საქართველოს სახალხო დამცველი, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ჯარჯი წიკლაურმა უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ომბუდსმენის თქმით, პროკურატურა დარღვევებზე თავის არიდებას ცდილობს.

„როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით და ანგარიშში ძალიან ნათლად ჩანს ის საკითხები, რომელიც პრობლემური იყო და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა ეს გადადის უშუალოდ ბრალდებებზე, იმიტომ, რომ სხვა არ დარჩენიათ. ის იმასაც ამბობდა რატომ არ ესწრებოდა სახალხო დამცველი პირადად სხდომებს. მე არ ვიცი მთავარი პროკურორი რატომ არ ესწრება მაშინ სასამართლო სხდომებს. ჩემი წარმომადგენლები ესწრებოდნენ უშუალოდ სასამართლო სხდომებს და მეც რამდენჯერმე ვიყავი.

"რა თქმა უნდა ეს ბრალდებები არის მცდელობა, რომ გაამართლოს ის დარღვევები, რომელსაც განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც  ამ საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები