20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
კომერციული რეკლამის განთავსება საზოგადოებრივ მაუწყებელზე - დეპუტატები სარეკლამო ბაზრის დამახინჯებაზე საუბრობენ

ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს, რომელზეც დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს, რომ ჰქონდეს უფლება, ეთერში კომერციული რეკლამა განათავსოს. ცვლილებას ოპოზიცია და მმართველი გუნდის ნაწილი არ ეთანხმება.

დეპუტატების აზრით, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო ტელეკომპანიები არათანაბარ პირობებში იქნებიან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან წელიწადში 50 მილიონი ლარით ისედაც ფინანსდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირატეს ვითარებაში ჩაყენება გაუგებარია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელევიზიის მუშაობის შედეგებზე არ აისახება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება უფლება, რომ კომერციული რეკლამა განათავსოს, „სარეკლამო ბაზრის დამახინჯება მოხდება.“

კანოპროექტის ინიციატორი, „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ხატიძე მიიჩნევს, რომ პირველი მოსმენით დოკუმენტს მხარდაჭერა ექნება, რის შემდეგაც უკვე მეორე მოსმენისთვის გარკვეული საკითხების შეცვლა მოსალოდნელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები